ალ ჰილალს ოსიმენის ყიდვა სურს, ნაპოლიმ სუპერ შეთავაზებაზე უარი თქვა
,,ალ ჰილალი'' ,,ნაპოლის'' თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუდელებმა ნეაპოლურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 140 მილიონი ევრო შესთავაზეს.
როგორც L'Equipe წერს ,,ნაპოლიმ'' 120 და 140-მილიონიან შეთავაზებებზე უარი თქვა. გუნდში იმედოვნებენ, რომ ნიგერიელის ტრანსფერში კიდევ უფრო დიდ თანხას მიიღებენ.
,,ალ ჰილალმა'' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 200 მილიონ ევრომდე დახარჯა - არაბებმა კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რუბენ ნევეში და მალკომი იყიდეს.
ოსიმენმა გასულ სეზონში ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
BREAKING: Al Hilal have made an offer worth €140m to Napoli for striker Victor Osimhen. 🇸🇦 pic.twitter.com/QT2EvbhXlj
— Sky Sports News (@SkySportsNews) July 31, 2023