Belive

ალ ჰილალმა ზენიტს მალკომის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი, მალკომი კარიერას ,,ალ ჰილალში'' გააგრძელებს. 26 წლის გარემარბმა კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

არაბულმა გუნდმა ,,ზენიტს'' ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადა.

,,ალ ჰილალმა'' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რუბენ ნევეში, კალიდუ კულიბალი და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩიც გაიფორმა. კლუბი, ასევე, მარკო ვერატის ტრანსფერზეც მუშაობს.

მალკომმა გასულ სეზონში ,,ზენიტის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.