ალ ჰილალმა სიტის კანსელუს ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთა
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოაუ კანსელუს გადაბირება "ალ ჰილალს" სურს. არაბულმა კლუბმა "მანჩესტერ სიტის" შეთავაზება უკვე გაუგზავნა. იმავე წყაროზე დაყრდნობით, ფეხბურთელის ბანაკსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ არაბული გუნდის პორტუგალიელ თავკაცს - ჟორჟე ჟესუსს კანსელუს დამატება ძალიან სურს.
🚨🔵 Al Hilal have submitted formal bid to sign João Cancelo as negotiations are underway with Man City and player’s camp.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 22, 2024
He’s the first choice for Portuguese manager Jorge Jesus.
In case of Cancelo’s arrival, Al Hilal RB Saud Abdulhamid could join AS Roma as talks took place. pic.twitter.com/pMyjo1cl7X
თუ ეს ტრანსფერი შესრულდა კანსელუ "ალ ჰილალის" ამ შემადგენლობაში მე-7 ფეხბურთელი იქნება, რომელსაც ევროპის TOP 5 ლიგაში უთამაშია.