Belive

ალ ჰილალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა | 28 მოგება ზედიზედ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდმა, "ალ ჰილალმა" მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ალ ჰილალი გახდა პირველი პროფესიონალური კლუბი, რომელმაც ზედიზედ 28 შეხვედრა მოიგო. უკანასკნელი თამაში გუნდმა, აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "ალ იტიჰადთან", ანგარიშით 2:0 მოიგო.

ჟორჟე ჟესუშის გუნდმა უელსის პრემიერლიგის ჩემპიონის, The New Saints (TNS)-ის რეკორდი მოხსნა, უელსელებმა 2016-2017 წლების სეზონში ზედიზედ 27 მატჩი მოიგეს. თავის მხრივ, 2017 წლამდე ეს რეკორდი ხელშეუხებელი 44 წლის განმავლობაში იყო, მაშინ ზედიზედ 26 თამაში ლეგენდარულმა "აიაქსმა" მოიგო.

ეს მართლაც წარმოუდგენელი მიღწევაა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ამ მნიშვნელოვან შედეგში შეტანილი წვლილისთვის. როგორც ამ პერიოდის განმავლობაში ვთქვი, რეკორდებს არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც თასებს. საუდის ლიგის ჩემპიონები უნდა გავხდეთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს თასის თამაშებშიც, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ჭეშმარიტად აღნიშვნა - განაცხადა ჟორჟე ჟესუშმა

ალ ჰილალი საუდის არაბეთის პრო ლიგას 65 ქულით ლიდერობს, 12 ქულით უსწრებს კრიშტიანუ რონალდუს "ალ ნასრს", რომელიც ორშაბათს აზიის ჩემპიონთა ლიგას, ალ-აინთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ გამოეთიშა.

სხვა სტატიები