Belive

ალ ჰილალის საოცარი სერია შეწყდა - ჟეზუშის გუნდმა ალ აინთან წააგო

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ალ ჰილალი'' ,,ალ აინთან'' სტუმრად 2:4 დამარცხდა.

შედეგად, ჟორჟე ჟეზუშის გუნდის რეკორდული, 34-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

,,ალ ჰილალმა'' მსოფლიო რეკორდი ჯერ კიდევ 12 მარტს, ,,ალ იტიჰადის'' დამარცხებით დაამყარა, რომელიც კლუბისთვის 28-ე მოგება იყო, მას შემდეგ კი აზიის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კიდევ 6 გამარჯვება მოიპოვა.

გარდა ამისა, დასრულდა ,,ალ ჰილალის'' მეორე შთამბეჭდავი სერიაც - გუნდს დღევანდელ მატჩამდე ზედიზედ 43 შეხვედრაში არ ჰქონდა წაგებული.

,,ალ ჰილალსა'' და ,,ალ აინს'' შორის საპასუხო მატჩი 23 აპრილს გაიმართება.