Belive

ალ ჰილალის მწვრთნელმა ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ჰილალის'' შემტევი, ნეიმარი, მოედანს მინიმუმ 2025 წლის იანვრამდე ვერ დაუბრუნდება. ამის შესახებ არაბული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა განაცხადა:

,,ნეიმარი ალ ჰილალისთვისა და მთლიანად ლიგისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თუმცა, მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია.

სიტუაციას იანვარში კიდევ ერთხელ შევაფასებთ...'' - ჟორჟე ჟეზუში

2023 წლის ოქტომბერში, ურუგვაისთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ნეიმარს თითქმის 1 წელია არ უთამაშია.

ბრაზილიელს ,,ალ ჰილალის'' მაისურით სულ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები