Belive

ალ ჰილალი ვერატის სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველი, მარკო ვერატი ,,ალ ჰილალთან'' სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახლა ყველაფერი ,,პსჟ-ს'' პრეზიდენტზე, ნასერ ალ-ხელაიფიზეა დამოკიდებული, რომელიც წინა ჯერზე შეთავაზებულ 30 მილიონი ევროს არ დათანხმდა. როგორც რომანო წერს, ,,ალ ჰილალი'' მალე გაუმჯობესებულ შეთავაზებას მოამზადებს.

არაბებმა ზაფხულში უკვე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გაიფორმეს, მათ შორის კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რუბენ ნევეში და მალკომი არიან.

ვერატიმ გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები