Belive

ალ აჰლი ფირმინოს ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ალ აჰლი" რობერტო ფირმინოს ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა. მერსისაიდული გრანდის ყოფილი ვარსკვლავი არაბულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, ფირმინოს წარმომადგენლები კონტრაქტის სრულ დეტალებს აზუსტებენ.

"ალ აჰლის" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რობერტო ფირმინოსა და ედუარდ მენდის უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენენ.

სხვა სტატიები