Belive

,,ახალგაზრდებს ადგილი უნდა დავუთმოთ'' - ჟირუ სანაკრებო კარიერას ასრულებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, ოლივიე ჟირუმ, განაცხადა, რომ ევრო 2024-ის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს:

,,ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის საფრანგეთის ნაკრებში ბოლო ტურნირი იქნება. ცხადია, ეროვნული გუნდი ძალიან მომენატრება, თუმცა ახალგაზრდებს ადგილი უნდა დავუთმოთ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მაშინ გავჩერდებოდი, როცა ამას ჩემი სხეული მაგრძნობინებდა. ვფიქრობ, ფეხბურთს კიდევ 2 წელი ვითამაშებ, მაგრამ ჩემი სანაკრებო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.'' - ოლივიე ჟირუ

ჟირუ საფრანგეთის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს, მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 131 შეხვედრაში 57 გოლია, რითაც ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

37 წლის ფეხბურთელს ,,მამლებთან'' ერთად მსოფლიო ჩემპიონატი და უეფას ერთა ლიგა აქვს მოგებული. გარდა ამისა, თავდამსხმელი მსოფლიოსა და ევროპის ჩეპიონატების ვერცხლისმედალოსანიცაა.

სხვა სტატიები