Belive

აიაქსმა ერედივიზიონის თასი გადაადნო | გუნდი ფანებს ვარსკვლავებს დაურიგებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"აიაქსი" ნიდერლანდების ჩემპიონი წელს 35-ედ გახდა. ამტერდამულმა კლუბმა ერედივიზონის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ საჩემპიონო ტიტული გადაედნო და ფანებისთვის ვარსკვლავის ფორმის დაერიგებინა. ამ ჟესტით გუნდმა ის გულშემატკივარი დააფასა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-2 წელია საშინაო მატჩებს ვერ ესწრება, საყვარელ გუნდს მხარს კვლავ მხურვალედ უჭერს. 35-ე ტიტულისგან გადადნობილი 42 ათასი ვარსკვლავი მიიღეს იმ ფანებმა, ვისაც სეზონური აბონემენტები ჰქონდათ ნაყიდი.

"ამ სეზონში, დიდი ხნის მანძილზე მოგვიწია, რომ ქომაგების გარეშე გვეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრიბუნებზე არ იყვნენ, მხარდაჭერა ყოველთვის ვგრძნობდით: სტადიონისკენ მიმავალ გზაზე, სოციალურ ქსელებსა და პირად ურთიერთობაში," - ამბობს "აიაქსის" გენერალური დირექტორი ედვინ ვან დერ საარი.
"აიაქსის" ნაწილი", - ასე დაასათაურა "აიაქსმა" ეს ორიგინალური გადაწყვეტილება.
 

სხვა სტატიები