Belive

აიაქსმა ემენს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერედივიზიონის 31-ე ტურში ამსტერდამის ,,აიაქსმა'' ,,ემენს'' უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მეორეადგილოსან ,,პსვ ეინდჰოვენს'' 15 ქულით გაექცა. შედეგად, ,,აიაქსი'' ნიდერლანდების ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი 35-ედ გახდა. დღეს მოგებულ მატჩში გოლები იურიენ ტიმბერმა (10'), სებასტიან ალემ (61'), დევაინ რენჩმა (66') და დევი კლასსენმა (74') გაიტანეს.

სხვა სტატიები