Belive

აიაქსის მთავარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი დაინიშნა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის ,,აიაქსის'' მთავარ მწვრთნელად ფრანჩესკო ფარიოლი დაინიშნა.

იტალიელმა სპეციალისტმა ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 11 ივნისიდან შევა:

,,აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ! ახალი ენერგიის შემოტანა გვინდა. ვიცით, რომ დიდი ძალისხმევა გვჭირდება და დროის დაკარგვა არ გვსურს.

ფეხბურთი, რომელიც მიყვარს და ფეხბურთი, რომლის თამაშსაც ვაპირებთ, სწორედ აქედან მოდის. აიაქსი ერთ-ერთია მსოფლიოს რამდენიმე კლუბიდან, რომელსაც სათამაშო სტილის თვალსაზრისით მკაფიოდ გამოხატული დნმ აქვს. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში დომინირებაა. - ფრანჩესკო ფარიოლი

ფარიოლი 2023-2024 წლების სეზონში ,,ნიცაში'' მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ფრანგულმა კლუბმა ლიგა 1-ში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური გაიფორმა.

მანამდე 35 წლის სპეციალისტი ,,ფატიჰ კარაგუმრუქსა'' და ,,ალანიასპორში'' მუშაობდა.

სხვა სტატიები