Belive

აიაქსი აუცილებლად გააგრძელებს მიქაუტაძის გამოყენებას - იონ ვან'თ შიპი აიაქსის მთავარი მწვრთნელი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძეს, ამსტერდამის "აიაქსის" შემადგენლობაში არც ახალი მთავარი მწვრნელი, იონ ვან'თ შიპი არ ათამაშებს. ამსტერდამული გუნდი ერედივიზიონის მეცხრე ტურის მატჩში ვოლენდამს შეხვდა და 2:0 დაამარცხა, მაგრამ ქართველს არცერთი წამით არ უთამაშია.

მატჩის შემდეგ "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა:

მიქაუტაძეს ძალიან კარგი შეხება აქვს და შეუძლია შესანიშნავად დაასრულოს ეპიზოდი, ეს ვარჯიშზე ვნახეთ. მან უნდა გაიაროს ადაპტაცია გუნდში, ისე, როგორც ჩვენ გვინდა. თუ დაკარგავ ბურთს, რას აკეთებ? და როგორ აპირებ ზეწოლას? ეს არის რაღაცეები, რისთვისაც შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს. მაგრამ გასაგებია, რომ მას შეუძლია ფეხბურთის თამაში. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მის გამოყენებას.

სხვა სტატიები