აგუერომ ფსონი მესიზე დადო და 8 ათასი დოლარი მოიგო
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, სოციალურ ქსელში 17 ნოემბერს განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა.
აგუერომ 1001 დოლარი მესის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე დადო, რასაც კოეფიციენტი 8,25 ჰქონდა. შედეგად, არგენტინელმა 8 264 დოლარის მოგება შეძლო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
,,ალბისელესტეს” კაპიტანმა, ლეო მესიმ ტურნირი 7 გოლითა და 3 საგოლე პასით დაასრულა.