Belive

აღარანაირი საუბარი მსაჯებთან | ბელინგემი შეცდომებზე სწავლობს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალისთვის" ლა ლიგის 30-ე ტურიც ბედნიერი აღმოჩნდა. სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბილბაოს "ატლეტიკი" მიიღო და როდრიგოს დუბლით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩში იყო ერთი საინტერესო ეპიზოდი, 84-ე წუთზე მადრიდელი ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი საჯარიმო მოედნის კიდესთან დაეცა, ის ბალახზე და მცველ ინიგო ლეკუესთან ბრძოლისას აღმოჩნდა. მსაჯმა, ხავიერ როხასმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა და თამაში გაგრძელდა. ამის შემდეგ, ბელინგემმა გამოიყენა კარგად ნაცნობი ჟესტი "ელვაშეკრული პირი" იმის ნიშნად, რომ მსაჯთან კამათს არ აპირებდა.

ეს მომენტი ჯუდის უკანასკნელი ესპანური თამაშის გამოძახილია, პრიმერას მატჩში, "ვალენსიასთან" (2:2) ინგლისელი მსაჯ ხესუს ხილ მანსანოს მიმართ აგრესიული სახით უკმაყოფილების გამოხატვის გამო გააძევეს. შედეგად, ბელინგემმა ლა ლიგის 2 მატჩი "სელტასთა" და "ოსასუნასთან" გამოტოვა, ოფიციალურ მიზეზად კი მსაჯის უპატივცემულობა დასახელდა.

სხვა სტატიები