აფრიკის თასის ზეიმის დროს, პარიზში სენეგალის 63 გულშემატკივარი დააკავეს
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა მოხდა, განსაკუთრებით პარიზში, ლიონსა და ავინიონში. შეკრებები, რომლებიც თავდაპირველად საზეიმო ხასიათის იყო, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 63 ადამიანი დააკავეს, 14 პოლიციელმა კი დაზიანება მიიღო. -
შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასის ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა. დამატებულ დროში მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, სხვადასხვა მიზეზების გამო დრო გაიწელა და ბრაიმ დიასს თერთმეტმეტრიანის შესრულება 90+24 წუთზე მოუწია, მაგრამ ცუდად დარტყმული პენალტი სენეგალელთა მეკარემ მარტივად მოიგერია.
საბოლოოდ დამატებით დროში სენეგალმა პაპე გეიეს გოლით, უფრო ზუსტად 94 წუთზე მაროკო დაამარცხა და ტიტულსაც დაეუფლა.
🇸🇳⚡ L'euphorie des supporters sénégalais en plein Paris ! pic.twitter.com/ASgafzdlrB
— RMC Sport (@RMCsport) January 19, 2026