Belive

"ადვილი იქნება" - პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ წელს "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერი" 1:0 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასს პირველად დაეუფლა. "ქალაქელები" მრავალი წლის განმავლობაში ევროპის უძლიერეს გუნდად ითვლებოდნენ, თუმცა, ამ ტიტულის მოგებას ვერ ახერხებდნენ. მანჩესტერული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2020/2021 წლის სეზონში იყო, როცა ფინალში "ჩელსისთან" დამარცხდა. 

წინა წლების მსგავსად "ქალაქელები" წელსაც ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებიან. ამასთან დაკავშირებით აზრი პეპ გვარდიოლას ჰკითხეს, რომლის თქმითაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ახლა უფრო ადვილი იქნება.

მთავარია მოთამაშეები არ მოდუნდნენ. ჩვენი კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდი მიღწევაა, თუმცა, რომ დავფიქრდეთ ეს ტურნირი ბევრ გუნდს მოუგია. ჩვენ განსაკუთრებული არაფერი ჩაგვიდენია, თუმცა ჩვენი მიღწევით ძალიან ამაყები ვართ.
ახლა უფრო ადვილი იქნება. ყველაზე რთული ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებაა. ეს ჩვენთვის საოცარი, თუმცა, ჯერ მხოლოდ ერთია. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. პეპ გვარდიოლას გუნდი შინ "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული. 

სხვა სტატიები