ადრიანომ ცრემლები ვერ შეიკავა | იმპერატორი მარაკანას დიდების ხეივანის წევრი გახდა
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ინტერის" ყოფილი ფორვარდის თქმით, მარაკანას "დიდების ხეივანში" მოხვედრა ყოველთვის მისი ოცნება იყო. კარიერის პიკზე მყოფი ადრიანოს შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მისი ყოფილი თანაგუნდელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეფასებით, "ადრიანო ნამდვილი ცხოველი იყო. მას გოლის გატანა ნებისმიერი კუთხიდან შეეძლო".
ცნობილი ფაქტია, რომ "იმპერატორის" დაღმასვლა მისი მამის გარდაცვალებამ განაპირობა. მამის დაღუპვის შემდეგ, ადრიანო დეპრესიაში ჩავარდა და შედეგად, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის რეგულარული მოხმარება დაიწყო.
მხოლოდ მე ვიცოდი, თუ რა ხდებოდა ჩემს გულში. მამაჩემის გარდაცვალების შედეგად, ჩემში რაღაც დიდი სიცარიელე გაჩნდა. თავს მარტოდ ვგრძნობდი, სევდას კი მხოლოდ ალკოჰოლით ვიქარვებდი. ვარჯიშებზე მთვრალი მივდიოდი, სამედიცინო შტაბს კი ცალკე ოთახში გადავყავდი. გუნდი მედიას ცნობებს აწვდიდა, რომ თამაშს კუნთის პრობლემის გამო ვტოვებდი, რეალურად კი პრობლემა მხოლოდ ერთი იყო - სმას თავი ვერ გავანებე. ამიტომაც, ინტერიდან წამოსვლა მომიწია. ბრაზილიაში დაბრუნების შედეგად, მე მილიონები დავკარგე, თუმცა ბედნიერება დავიბრუნე", - აღნიშნა ახლა უკვე "დიდების ხეივანის" წევრმა, ადრიანო ლეიტე რიბეირომ.