Belive

93:20, აგუეროოოოო | სიტიმ ლეგენდას ძეგლი დაუდგა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სერხიო აგუეროს კარიერაში 400-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ "ქპრ-სთან" საჩემპიონო გოლი ისეთია, გულშემატკივარის გონებიდან ვერასოდეს რომ წაიშლება. გოლის გატანიდან 10 წლის შემდეგ, "ეტიჰადის" წინ, აგუეროს ძეგლი დაიდგა. საჩემპიონო რბილაში, ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" უპირისპირდებოდნენ. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, ორივე მათგანი 3 ქულის მოსაპოვებლად გავიდა. "წითელმა ეშმაკებმა" "სანდერლენდი" ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და მოედანზე მდგომები, "სიტის" მატჩის დასრულებას ელოდებოდნენ, სადაც სასწაული მოხდა: 90-ე წუთზე, "სიტი" ანგარიშით 1:2 აგებდა და სულ მალე, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: ედინ ჯეკოს გოლს, სერხიო აგუეროს უზუსტესი დარტყმა მოჰყვა და ეთერში კომენტატორის დაუვიწყარი ხმა გაისმა: აგუეროოოოოოოო.

არგენტინელი თავდამსხმელი "სიტიში" 2011 წელს გადავიდა და 390 მატჩში 260 გოლის გატანა შეძლო. მის სკულპტურაზე ენდი სკოტმა იზრუნა. მისი თქმით, ძეგლი განსაკუთრებით საუცხოო სანახავი ღამითაა, როდესაც მას მკრთალი ცისფერი ნათება უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩენს.  

სხვა სტატიები