კილიან მბაპემ "პსჟ"-ს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბის დატოვება სურს და კარიერის სხვა ადგილას გაგრძელებას აპირებს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი თითქოსდა კლოპის "ლივერპულის" თამაშის თაყავნისმცემელია, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მბაპე "პსჟ"-ს პრემიერ ლიგაში გადასასვლელად დატოვებს. ასევე სავარაუდოა ლა ლიგის ვარიანტი.
The Times-ის ცნობით კილიან მბაპე "პსჟ"-დან წასვლას შემდეგ ზაფხულს ეცდება.
"პსჟ"-თან კონტრაქტი თავდამსხმელს 2022 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგა 1-ის ჩემპიონებს მისი გაყიდვა მოუწევთ, სხვა შემთხვევაში მბაპეს უფასოდ დაკარგავენ.
"პსჟ" უკიდრესად მონდომებულია, რომ კილიან მბაპე შეინარჩუნოს, მაგრამ "რეალი" და "ლივერპული" შესაძლოა უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს ფორვარდისთვის.