Belive

90 მილიონს + კოუტინიო და რაკიტიჩი - ბარსელონას მაცდური წინადადება ნეიმარის სანაცვლოდ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური გრანდის მესვეურები აქტიურად განიხილავენ ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობას. "პსჟ"-ს ნეიმარის სანაცვლოდ მინიმუმ 200 მილიონი ევროს მიღება სურს - თუმცა "ბლაუგრანა" აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებს. Sky Sports-ის მტკიცებით, "ბარსელონა" მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და გარიგებაში ორი ვარსკვლავი ჩართოს. თანხასთან ერთად, კატალონიელებმა ფეხბურთელებისაგან შემდგარი სია გაამზადეს, რომლიდანაც "პსჟ"-ს ორი ვარსკვლავის არჩევა შეეძლება. ფილიპე კოუტინიო, ივან რაკიტიჩი, ოსმან დემბელე, მალკოლმი და ნელსონ სემედო - ნეიმარის სანაცვლოდ "პსჟ"-ს 90 მილიონი ფუნტისა და ორი მათგანის არჩევა შეეძლება.

სხვა სტატიები