Belive

მოქმედმა ჩემპიონმა დებიუტანტს მოუგო - მერანმა წრე ბოლო ადგილზე დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრე დასასრულს უახლოვდება. მეცხრე ტურის მეორე შეხვედრა თბილისში, "მიხეილ მესხი 2-ზე" შედგა, სადაც ერთმანეთს "მერანი" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ. საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ეროვნულ ლიგაში პირველად შეხვდნენ, თუმცა ქვეყნის თასის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს აქამდეც შეხვედრილან - წინა სეზონის მერვედფინალში გამარჯვება დამატებით დროში ელიგის დებიუტანტმა გუნდმა მოიპოვა. ამ მხრივ, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ერთგვარი რევანშიც ჰქონდა ასაღები. მატჩამდე, გუნდებს განსხვავებული სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ. "დინამო" 15 ქულით ცხრილში მეორე ადგილს იკავებდა და მხოლოდ გორის "დილას" ჩამორჩებოდა, რაც შეეხება "მერანს" ეს ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მიმდინარე სეზონში გამარჯვება არ მოეპოვებინა და შესაბამისად, მხოლოდ 4 ფრით ბოლო ადგილზე იმყოფებოდნენ. მატჩის პირველი ნახევარი უფრო აქტიურად კახა ჩხეტიანის შეგირდებმა დაიწყეს, თუმცა თავისი შანსები "მერანმაც" მიიღო. საბოლოოდ, შესვენებას გამარჯვებული სტუმრები შეხვდნენ. "დინამომ" ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხა. საჯარიმოში არეულობის შემდეგ, ზუსტად დავით კობოურმა დაარტყა - 0:1. მეორე ნახევარში "დინამომ" უპირატესობის გაზრდა დაიწყო. 69-ე წუთზე, კიდევ ერთ სტანდარტულ სიტუაციას "დინამოს" მცველის კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. ამჯერად თავი საიმონ ბენიომ გამოიჩინა - 0:2. საინტერესოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანზე "დინამო თბილისის" კაპიტანი ნიკა ნინუა დაბრუნდა, რომელმაც 79-ე წუთზე, გიორგი პაპავა შეცვალა. ტაბლოზე ანგარიში საბოლოოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეიცვალა, როცა რევაზ გეწაძემ "დინამოს" კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა 1:2. ამ გამარჯვების შემდეგ, "დინამომ" 18 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის, ცხრილის სათავეში მოექცა, "მერანმა" კი პირველი წრე ბოლო პოზიციაზე დაასრულა. მეორე წრეს "დინამო" "თელავთან", კახეთში ჩასატარებელი შეხვედრით, ხოლო "მერანი" ვიცე-ჩემპიონ ბათუმის "დინამოსთან" საშინაო შეხვედრით დაიწყებს. "მერანი": თევდორაძე - ნუსუევი (ხაბულიანი, 75), ფოფხაძე, კაკაშვილი- კახელიშვილი, დათუნაიშვილი, ვასაძე, გაფრინდაშვილი - გეწაძე, გოგოლაშვილი (შელეგიძე, 76), სარდალიშვილი (გაბისკირია, 81). (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია. "თელავი": კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური - პაპავა (ნინუა, 79), კუცია - პერნამბუკო (ბუღრიძე, 70), კუხიანიძე, ქავთარაძე - კაპანაძე (გაბედავა, 61). მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

გოლი: 0:1 დავით კობოური (45+2), 0:2 საიმონ ბენიო (70), რევაზ გეწაძე (90+1). გაფრთხილება: გიორგი კახელიშვილი (22), კახაბერ კაკაშვილი (47), თორნიკე კაპანაძე (55), გიორგი გაბედავა (81). მსაჯი: ტარიელ რუხაია. დისკვალიფიკაცია: გიორგი ქიმაძე.

სხვა სტატიები