Belive

8 სეივი მატჩში - მამარდაშვილმა ვალენსიას რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-6 ტურში ,,ალმერიამ'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ,,ღამურების'' ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც Whoscored-სგან 8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ დუბლის ავტორს, სერხიო არრიბასს (8.6, ალმერია) ჩამორჩა.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა რვაჯერ მოიგერია და ბურთს სულ 35-ჯერ შეეხო.

8,2 ქულით შეაფასა ქართველი მეკარის თამაში Sofascore-მა, უფრო მაღალი შეფასება ასევე მხოლოდ არრიბასმა მიიღო (8,5).

6 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 10 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. მამარდაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 27 სექტემბერს, ,,სოსიედადთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები