Belive

8 543 მატჩში პირველად - იაპონიისა და ავსტრალიის მატჩში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზიაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრა იაპონიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩში ორი ავტოგოლი გავიდა - საკუთარ კარში ჯერ შოგო ტანიგუჩიმ გაიტანა, შემდეგ კი - კამერონ ბერჯესმა.

ესპანელი ჟურნალისტი, ალექსის მარტინ-ტამაიო, იგივე MIsterChip, სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების ისტორიაში (დაახლოებით 8 550 მატჩში), ეს პირველი მატჩია, რომელიც ფრედ 1:1, მხოლოდ ავტოგოლებით დასრულდა.

4 ტურის შემდეგ, იაპონია C ჯგუფში 10 ქულით ლიდერობს, ავსტრალია კი 5 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. მომავალ შეხვედრას იაპონელები ინდონეზიის წინააღმდეგ გამართავენ, ავსტრალიელები კი საუდის არაბეთს დაუპირისპირდებიან.