Belive

700 მატჩი | კოკეს უნიკალური მიღწევა მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ატლეტიკოს კაპიტანი და გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი, კოკე, კიდევ ერთი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.

ესპანელმა ნახევარმცველმა, 23 ნოემბერს, ლა ლიგის მე-13 ტურში, ხეტაფესთან მოგებულ მატჩში (1:0) მოედანზე 59 წუთი გაატარა და ეს მის კარიერაში როხიბლანკოს მაისურით მე-700 მატჩი გამოდგა.

33 წლის ფეხბურთელი გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი გახლავთ, მეორე ადგილზეა სლოვენიელი მეკარე, იან ობლაკი (511), ხუთეულში ასევე ადელარდო როდრიგესი (504), ანხელ კორეა (469) და ანტუან გრიზმანი (462) არიან.

კოკე მადრიდის ატლეტიკოს აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა, 700 მატჩში მას 48 გოლი აქვს გატანილი და 121 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები