Belive

7 გოლი, 10 ბარათი და თავისუფალი დარტყმა ეროვნულ ლიგაში - სამტრედიამ სეზონში პირველად გაიტანა, სადებიუტო ქულამდე კი ცოტა დააკლდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ბოლოსწინა შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მიმდინარე სეზონის მეორე ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოდგა: "დინამო თბილისი" - "საბურთალოს" მსგავსად, "სამტრედია" - "ლოკომოტივშიც" 7 გოლი გავიდა და მასში გამარჯვება თბილისელებმა მოიპოვეს - 4:3. შეხვედრის პირველ ნახევარში, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და ისე ჩანდა, რომ მატჩს მარტივ გამარჯვებამდე მიიყვანდნენ, თუმცა "სამტრედიამ" მეორე ნახევარში, კერძოდ კი 9-წუთიან მონაკვეთში სამი გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის ბოლო 20 წუთი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა ამ პერიოდში უკეთესი თბილისური კლუბი აღმოჩნდა, რომლის მაისურითაც გამარჯვების გოლი გამოცდილმა თავდამსხმელმა, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.
No description available.
არადა, მასპინძლებს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანეს, შეხვედრის გადარჩენის და სადებიუტო ქულის მოპოვების კარგი შანსიც ჰქონდათ, თუმცა 87-ე წუთზე, ეროვნულ ლიგაში საკმაოდ იშვიათ ეპიზოდში, ანუ "ლოკოს" კარში დანიშნული თავისუფალი დარტყმის დროს, გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია და ბურთი მეტოქის კარს ააცილა. გოლების გარდა, მატჩი ბარათებით დახუნძლულიც გამოდგა - ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ჯამში 9 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს. "ლოკოს" ამ მოგების შემდეგ, ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებს შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" თანალიდერების სტატუსი 11-11 ქულით აქვთ მოპოვებული, "ლოკომოტივი" და "დინამო თბილისი" კი 10-10 ქულით მესამე პოზიციას ინაწილებენ. "სამტრედია": ქურდაძე - სამბუ, გიორგაძე, მასკარენა (კერძევაძე, 17) - იოსელიანი, მესიაჩენკო (რობაქიძე, 46), ცეცხლაძე (გადირზადე, 68), კვირკვია - ილურიძე (ლომთაძე, 68) - რუხაძე, ჟუნიორი (ლუკავა, 46) (3-4-1-2). მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე. "ლოკომოტივი": მამარდაშვილი - კაშია, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა (მჭედლიშვილი, 31) - სამურკასოვი (გავაშელიშვილი, 74), შონია, დარცმელია - კირკიტაძე, სიხარულიძე, იმრანი (კახაბრიშვილი, 63) (4-3-3-). მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი. გოლი: 0:1 კაბა სამბუ (ავტო-გოლი, 20), 0:2 დავით საკურკასოვი (32), 0:3 თორნიკე კირკიტაძე (34), 1:3 დავით სამურკასოვი (ავტო-გოლი, 62), 2:3 გივი იოსელიანი (70,) 3:3 გიორგი ლომთაძე (71), ირაკლი სიხარულიძე 3:4 (83). გაფრთხილება: ანატოლი მესიაჩენკო (44), თამაზ ცეცხლაძე (48), შოთა კერძევაძე (64), ნიკა სანდოხაძე (66), რატი მჭედლიშვილი (73), ლუკა რობაქიძე (75), გურამ ლუკავა (80), ლუკა რობაქიძე (90, მეორე ყვითელი ბარათი და გაძევება). მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

სხვა სტატიები