6 მატჩი კამპ ნოუზე მარცხის გარეშე - ზიდანმა რეკორდი დაამყარა
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
ბარსელონა 1:3 რეალი
ზიდანის პირველი "ელ კლასიკო" მწვრთნელის რანგში 2016 წლის 2 აპრილს შედგა. თამაშის მიწურულს, სერხიო რამოსის გაგდების შემდეგ, ცოტა თუ მოელოდა, რომ "რეალი" გამარჯვებას მოიპოვებდა. მითუმეტეს, "ბარსელონა" შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა: გუნდს 39-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა კონტრშეტევისას, კრიშტიანუ რონალდუმ ბეილის ზუსტი გადაცემა იდეალურად გამოიყენა და ზიდანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ რაფაელ ბენიტესის ხელმღვანელობით, იმ სეზონში "რეალი" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
ბარსელონა 1:2 რეალი
იმავე წლის 3 დეკემბერს, 90-ე წუთზე გატანილი გოლით, სერხიო რამოსმა ლუის სუარესის გოლს უპასუხა და ზიდანი მარცხს გადაარჩინა.
ბარსელონა 1:1 რეალი
2017/18 წლების სეზონში, ესპანეთის სუპერთასზე ბრწყინვალე გოლებით თავი კრიშტიანუ რონალდუმ და მარკო ასენსიომ გამოიჩინეს. მატჩი ანგარიშით 1:3 დასრულდა.
ბარსელონა 1:3 რეალი
იმავე სეზონში, ლეგენდარულმა ანდრეს ინიესტამ თავისი ბოლო "ელ კლასიკო" ითამაშა. "ბარსელონა" მატჩს ანგარიშით 2:1 იგებდა, თუმცა ბეილის შორეულმა გასროლამ, ზიდანი მარცხისგან კიდევ ერთხელ იხსნა.
ბარსელონა 2:2 რეალი
ბარსელონა 0:0 რეალი
შედეგად, ფრანგ სპეციალისტს "კამპ ნოუზე" ჯამში 6 მატჩი მოუგროვდა, სადაც მან "ბლაუგრანას" დაძლევა 3-ჯერ შეძლო, 3-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა.