50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა.
ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები.
სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:
50. ოქროს ბურთი.
49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი)
48. ჟან-მიშელ ოლასი ("ლიონის" პრეზიდენტი)
47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი)
46. ჰასან ალ-თავადი (2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი)
45. დევიდ ბექჰემი (ვეტერანი ფეხბურთელი, მაიამის "ინტერის" პრეზიდენტი და თანამფლობელი)
44. მარიო ჯალავოტი (ფიფას იურისტი)
43. დიდიე დროგბა (ვეტერანი ფეხბურთელი)
42. ალექს გრინი (მეწარმე)
41. ჯონათან უილსონი (ჟურნალისტი)
40. ჰიროში მიკიტანი ("რაკუტენის" აღმასრულებელი დირექტორი, "ვისელ კობეს" პრეზიდენტი)
39. ჩავი ერნანდესი (ვეტერანი ფეხბურთელი, "ალ-სადის" მწვრთნელი)
38. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპულის" და ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელი)
37. ვიქტორ ზუბკოვი ("გაზპრომის" თავმჯდომარე)
36. აჰმად აჰმადი (აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი)
35. შერონ თორნი (დელოიტის გლობალურ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე)
34. FIFPro (ფეხბურთელთა გაერთიანება)
33. ჯონათან ბარნეტი (აგენტი)
32. ვიქტორ მონტალიანი (კონკაკაფის პრეზიდენტი)
31. პიერლუიჯი კოლინა (ვეტერანი მსაჯი)
30. ჩან მონ გიუ (კორეის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი, ფიფას საბჭოს წევრი)
29. კარლ-ჰაინც რუმენიგე (მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი)
28. სალმან ალ-ხალიფა (ბაჰრეინის პრინცი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი)
27. სტეფენ როსი (ამერიკელი უძრავი ქონების მაგნატი, "მაიამი დოლფინსის" მფლობელი)
26. რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტის" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი)
25. ენდრიუ უილსონი (EA Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი)
24. უონჯიალინი ("დალიან ვანდა გრუპის" დამფუძნებელი, მადრიდის "ატლეტიკოს" წილების 15%-ის
მფლობელი)
23. პინი ზაჰავი (აგენტი)
22. კრისტიან შეიფერტი (ბუნდესლიგის პრეზიდენტი)
21. მანსულ ბინ ზაიედ ნაჰიანი ("მანჩესტერ სიტის" მფლობელი)
20. კილიან მბაპე ("პსჟ-ს" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი)
19. სი ძინპინი (ჩინეთის პრეზიდენტი)
18. ზინედინ ზიდანი (მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი)
17. მინო რაიოლა (აგენტი)
16. ნეიმარი ("პსჟ-ს" და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი)
15. რიჩარდ მასტერსი (პრემიერლიგის აღმასრულებელი დირექტორი)
14. ადიდასი და ნაიკი (სპორტული კომპანიები)
13. ალექსანდერ ჩეფერინი (უეფას პრეზიდენტი)
12. პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი)
11. ბრაიან რობერტსი (მედია-ჰოლდინგ Comcast-ის ხელმძღვანელი)
10. შვეიცარიული სასამართლო
9. მეგან რაპინო (ლიონის "ოლიმპიკის" ქალთა გუნდის ფეხბურთელი)
8. ფლორენტინო პერესი (მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი)
7. ლიონელ მესი ("ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების კაპიტანი)
6. ანდრეა ანიელი (ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი)
5. ჟორჟე მენდეში (აგენტი)
4. იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი)
3. ჯანი ინფანტინო (ფიფას პრეზიდენტი)
2. კრიშტიანუ რონალდუ (ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი)
1. ნასერ ალ-ხელაიფი ("პსჟ-ს" პრეზიდენტი)
