Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: ლუკა ხოჯავა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფეხბურთის ისტორიაში არსებობს მატჩები, რომლის დავიწყებაც თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომელიც ამ შეხვედრების ყურების შემდეგ გვრჩება, წლების განმავლობაში მიგვყვება და საყვარელ საფეხბურთო მოგონებად გვენახება. ფეხბურთის გულშემატკივარს მოსწონს უხვოლიანი მატჩები, დიდებული შემობრუნებები ან სუპერვარსკვლავებით დახუნძლული შეხვედრების ყურება. მანამდე კი, ვიდრე საყვარელი საფეხბურთო ტურნირები დაგვიბრუნდება, შეგვიძლია კლასიკად ქცეული, ლეგენდარული მატჩები გადავიმეოროთ. ჩვენს რუბირკაში, "5 დაუვიწყარი მატჩი", ამჯერად თავის არჩევანს სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა გაგვიზიარებს.

საფრანგეთი-გერმანია 3:3 (4:3. პენ.) 1982 წლის მუნდიალი

პირველი ემოცია, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. საფრანგეთი-გერმანია. ამ თამაშის მერე ვგულშემატკივრობ გერმანიას. არასდროს დანებდე!

სსრკ-ჰოლანდია 0:2 (1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი)

1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი. ირგვლივ ყველა საბჭოთა კავშირის ნაკრებს ქომაგობს (ასე იყო!). ვან ბასტენის გოლი... ზღაპარი. თუმცა სიხარული ხეირიანად ვერავის გავუზიარე.

ლივერპული-მილანი 3:3 (4:3 პენ.) (ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალი)

აქ კომენტარი ზედმეტია. საოცარი ფეხბურთი, დრამა, სიმტკიცე, ქომაგობა. მოკლედ ამ ეტაპზე ასეთი თამაშები იშვიათია.

ლიონი-მარსელი 5:5 (2009 წელი, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტური)

ბევრი დრამატული მატჩი მინახავს, მათ შორის ეს ნამდვილად გამორჩეული იყო. არასდროს დამავიწყდება.

რაზილია - გერმანია 1:7 (2014 წლის მუნდიალი)

ასეთი რამ არ მომხდარა და ალბათ აღარც მოხდება. ამ თამაშში ბრაზილიელთა რამდენიმე საოცარი რეკორდი დაემხო. ბევრი სხვა ნაკრები ასეთ მარცხს ათწლეულები ვერ მოინელებს.

სხვა სტატიები