Belive

5-დან 5 - ბრაზილიამ ეკვადორს 2 უპასუხო გოლი გაუტანა (მიმოხილვა)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე მატჩში იმარჯვა. ,,სელესაომ'' დღეს ეკვადორს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პირველ ნახევარში ტიტეს გუნდი უპირატესობას ფლობდა, 42-ე წუთზე მასპინძლებმა გოლიც გაიტანეს, რომელიც თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. შეხვედრაში ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა, თავი რიშარლისონმა გამოიჩინა - ,,ევერტონის'' თავდამსხმელმა, ნეიმარის გადაცემით ისარგებლა. მატჩის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნეიმარმა დააფიქსირა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. მუნდიალის შესარჩევი ეტაპის 5 ტურის შემდეგ ბრაზილია ცხრილს უდანაკარგოდ, 15 ქულით ლიდერობს, ეკვადორი კი 9 ქულთ მე-3 ადგილს იკავებს. მომავალ მატჩს მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ოთხშაბათს, 9 ივნისს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები