38 წლის დავიდ ლუისი კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელი დავიდ ლუისი კარიერას კვიპროსულ პაფოსში გააგრძელებს. 38 წლის მცველი კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
პაფოსი 2014 წელს დაარსდა და გასულ 2024/25 წლების სეზონში პირველად გახდა კვიპროსის ჩემპიონატის გამარჯვებული.
დავიდ ლუისი ბოლოს მშობლიურ კუთხეში, ფლამენგოსა და ფორტალეზაში ასპარეზობდა.
🇧🇷🛬 David Luiz (38) has landed in Cyprus to sign for Pafos FC! @PafosFCsupport pic.twitter.com/R33uEPKoUf
— EuroFoot (@eurofootcom) August 3, 2025
კარიერის განმავლობაში დავიდ ლუისს ბევრ სხვადასხვა კლუბში უასპარეზია, ესენია: ვიტორია, ბენფიკა, ჩელსი, პსჟ, არსენალი, ფლამენგო და ფორტალეზა.