Belive

30 წელს გადაცილებული ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
30 წელს გადაცილებულ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რეიტინგს ლეო მესი უდგას სათავეში. "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 100.8 მილიონ ფუნტს შეადგენს. აღნიშნული რეიტინგი Transfer Markt-ზე დაყრდნობითაა შედგენილი. ლეო მესი, რომელიც ივნისში 33 წლის გახდება კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია. ოქროს ბურთის 6-გზის გამარჯვებულის სატრანსფერო ღირებულება, კრისტიანუ რონალდუს შესაძენად საჭირო თანხას თითქმინს ორჯერ აღემატება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 54 მილიონი ფუნტია. მესამე ადგილს პიერ-ემერიკ ობამეიანგი იკავებს, რომლის სატრანსფერო ღირებულება 50.4 მილიონ ფუნტს შეადგენს. 1. ლეო მესი - 100.8 მილიონი ფუნტი 2. კრიშტიანუ რონალდუ - 54 მილიონი ფუნტი 3. პიერ-ემერიკ ობამეიანგი - 50.4 მილიონი ფუნტი 4. რობერტ ლევანდოვსკი - 50.4 მილიონი ფუნტი 5. მირალემ პიანიჩი - 46.8 მილიონი ფუნტი 6. სერხიო აგუერო - 46.8 მილიონი ფუნტი 7. ტონი კროოსი - 43.2 მილიონი ფუნტი 8. ჩირო იმობილე - 36 მილიონი ფუნტი 9. კაილ უოლკერი - 36 მილიონი ფუნტი 10. ჯორდი ალბა - 36 მილიონი ფუნტი

სხვა სტატიები