3 მილიონი ევრო - შახტარში კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს?!
დონეცკის "შახტარი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს და მზადაა ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას, Mozzart Sport-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, "შახტარის" აქტიური ინტერესისა და სოლიდური ფინანსური შემოთავაზების ფონზე, "ცრვენა ზვეზდა" აზაროვის ტრანსფერს არ დაბლოკავს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სერბული კლუბი პასუხის გაცემას არ ჩქარობს, რადგან აზაროვის გაყიდვის შემთხვევაში, გუნდში მხოლოდ ერთი მარცხენა მცველი დარჩება.
Mozzart Sport exclusive: @FCShakhtar offered 3M € to @crvenazvezdafk for Georgian left-back Irakli Azarovi who is currently playing at @UEFAUnder21 #azarovi #shakhtar #Redstar #Zvezda #transfers #Georgia pic.twitter.com/GBFyNYNMiW
— Mozzart Sport (@MozzartSport) June 27, 2023
იმ შემთხვევაში თუ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი განხორციელდა, "შახტარში" მის თანამემამულე გიორგი გოჩოლეიშვილს შეუერთდება, რომელთან ერთადაც საქართველოს ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს.