ბარსელონას ახალი სპონსორი ეყოლება. კატალონიური გრანდის ახალი მხარდამჭერი მუსიკალური მომსახურების კომპანია, Spotify იქნება.
შვედურ კომპანიასა და ესპანურ საფეხბურთო კლუბს შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება, რომელიც ძალაში 2022/23 წლების სეზონის დასაწყისიდან შევა და რომელიც ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება.
მხარეთა შორის თანამშრომლობის პერიოდში, "ბარსა" 280 მილიონ ევროს მიიღებს.
Spotify-ის ლოგო "ბლაუგრანას" მაისურებზე იქნება განთავსებული. კომპანია ასევე კამპ ნოუს სტადიონის სახელზე უფლებებს შეიძენს.
საინტერესოა, რომ 2021 წლის ზაფხულში Spotify-ის ლონდონის "არსენალის" შესყიდვა სურდა, თუმცა სტენ კროენკემ უარი თქვა.
ლა ლიგაში ჩატარებული 22 შეხვედრის შემდეგ, ხავი ერნანადესის გაწვრთნილ გუნდს 38 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.