Belive

27 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, არსენალმა საკუთარი თილისმა გაათავისუფლა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, არსენალმა საკუთარი კლუბის თილისმა Gunnersaurus-ი გაათავისუფლა. მას შემდეგ რაც "არსენალის" გულშემატკივრებმა ეს ფაქტი შეიტყეს, მათ Gunnersaurus-ისთვის თანხის შეკრება დაიწყეს. როგორც კლუბი განმარტავს, Gunnersaurus-ის გაშვების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ ვინაიდან და რადგანაც გულშემატკივრები სტადიონზე აღარ ესწრებიან, მისი როლი კლუბისთვის უმნიშვნელო გახდა. "მეთოფეების" მთავარი თილისმის ისტორია 1993 წლიდან იწყება, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ არსენ ვენგერი კლუბში მივიდოდა. Gunnersaurus-ის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი პირს მორგანი მწვავედ გამოეხმაურა:"ის კლუბის თილისმაა 27 წლის განმავლობაში. Gunnersaurus კლუბის ხატია და ჩვენ მის გარეშე არ გვიშვიძლია. არ შევეგუებით მის გადაშენებას".

სხვა სტატიები