Belive

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებ გვერდმა Goal.com-მა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ეროვნული ნაკრები, რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს, პირველი კი ევრო 2024-ის გამარჯვებული ესპანეთია.

ესპანეთი ევრო 2024-ის ყველაზე ღირსეული ჩემპიონია. დე ლა ფუენტემ ადრეული ეჭვები მის მაღალ დონესთან დაკავშირებით, საოცრად დაბალანსებული გუნდის შექმნით გააქარწყლა. ეს ნაკრები პერსპექტიული ახალგაზრდების გამოჩენის წყალობით კიდევ უფრო ძლიერდება. მათ 18 შესაძლებლიდან 16 ქულა აიღეს და ერთა ლიგის ნახევარფინალში ასე გავიდნენ. ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატზე რთულად დასამარცხებელი გუნდი იქნება!

Goal-ის ვერსიით, მუნდიალის ფავორიტთა ხუთეულში, ასევე, გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი მოხვდნენ.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით:

  1. ესპანეთი

  2. არგენტინა

  3. გერმანია

  4. ინგლისი

  5. საფრანგეთი

  6. პორტუგალია

  7. იტალია

  8. ნიდერალნდები

  9. კოლუმბია

  10. ბრაზილია

  11. მაროკო

  12. ხორვატია

  13. კანადა

  14. ბელგია

  15. აშშ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.