საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას 2 ივნისს, გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრით დაიწყებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩამდე, შეგვიძლია ეროვნული გუნდის არსებობის ისტორიას ჩავხედოთ და კონკრეტულად ამ თარიღით გამართული შეხვედრები გავიხსენოთ.
საინტერესოა, რომ 2 ივნისით საქართველოს ნაკრების ისტორიაში 4 შეხვედრა თარიღდება, საიდანაც ქართველებმა 3 წააგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.
წელი: 2001
ტურნირი: 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენა (თბილისი, საქართველო)
დასწრება: 25 000
მეტოქე: იტალიის ნაკრები
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ:2:1
გოლი: 1:2, გიორგი გახოკიძე (80).
შემადგენლობა: ირაკლი ზოიძე - ლევან სილაგაძე, ვალერი აბრამიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი (გიორგი გახოკიძე, 81), კახა კალაძე, გიორგი ნემსაძე (კ) (შოთა არველაძე, 35), მიხეილ ყაველაშვილი, თემურ ქეცბაია, ლევან კობიაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი (არჩილ არველაძე, 61).
მთავარი მწვრთნელები: რევაზ ძოძუაშვილი და დავით ყიფიანი.
წელი: 2007
ტურნირი: ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
სტადიონი: სტეფანოს დარიუსის არენა (კაუნასი, ლიეტუვა)
დასწრება: 6 500
მეტოქე: ლიეტუვა
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:0
შემადგენლობა: გიორგი ლომაია - ზურაბ ხიზანიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, კახა კალაძე (კ), ზაალ ელიავა, ზურაბ მენთეშაშვილი (ოთარ მარცვალაძე, 64), ლევან ციცქიშვილი (დავით მუჯირი, 80), ლევან კობიაშვილი, დავით კვირკველია, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიულერი (გერმანია).
წელი: 2013
ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
სტადიონი: ავივა არენა (დუბლინი, ირლანდია)
დასწრება: 20 100
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 4:0
შემადგენლობა: გიორგი ლორია (წითელი ბარათი, 20), ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია, დავით კვირკველია (გიორგი ფოფხაძე, 69), აკაკი ხუბუტია, უჩა ლობჟანიძე (დავით თარგამაძე, 51), ალექსანდრე კობახიძე (თორნიკე გორგიაშვილი, 90), ჯაბა კანკავა (კ), მურთაზ დაუშვილი (ირაკლი ძარია, 54), ჯანო ანანიძე (ომარ მიგინეიშვილი, 22), ნიკოლოზ გელაშვილი (ირაკლი მაისურაძე, 61).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
წელი: 2021
ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
სტადიონი: ილიე ოანას სახელობის სტადიონი
მეტოქე: რუმინეთის ნაკრები
ანგარიში: 1:2
შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე - სოლომონ კვერკველია, დავით ხოჭოლავა, გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი - მურთაზ დაუშვილი, ნიკა კვეკვესკირი (ოთარ კიტეიშვილი, 57), თორნიკე ოქრიაშვილი (გურამ კაშია, 66), გიორგი აბურჯანია (ვაკო გვილია, 81), ლევან შენგელია (საბა ლობჟანიძე, 57), გიორგი მიქაუტაძე (ბუდუ ზივზივაძე, 81).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.