Belive

2 გოლი ხუთ მატჩში: უპრეცედენტო შემთხვევა ეროვნული ლიგის ისტორიაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის მესამე ტური ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, რასაც თან ზამთრის პირობებში გაუარესებული მოედნების საფრების მდგომარეობა დაერთო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ სათამაშო კვირის ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. სამი შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, ორმა აჭარულმა კლუბმა კი ერთნაირი ანგარიშით - 1:0 იმარჯვა. მესამე ტურის შედეგები:
საინტერესოა, რომ ეს ეროვნული ლიგის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ მას მერე, რაც საქართველოს ჩემპიონატში განახლებული, 10-გუნდიანი ფორმატი მოქმედებს, ანუ 2017 წლის მარტიდან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტურში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. საერთო ჯამში, სულ 165 ტური და 825 შეხვედრა შედგა, ბოლო ტური კი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელშიც 2-ზე მეტი გოლი არ გასულა. ამრიგად, 2021 წლის სეზონის მესამე ტური, ეროვნული ლიგის 4-წლიან ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოდგა. 3 ტურის შემდეგ, ცხრილს ბათუმის "დინამო" და გორის "დილა" 7-7 ქულით ლიდერობენ, გასავარდნ ზონაში კი "სამტრედია", ქუთაისის "ტორპედო" და წყალტუბოს "სამგურალი" იმყოფებიან. სატურნირო მდგომარეობა მესამე ტურის შემდეგ:
 

სხვა სტატიები