Belive

18 წლის რონალდუს პირველი ინტერვიუ და თარჯიმანი გარი ნევილი (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუ დღეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. სულ ცოტა ხნის წინ, მან კარიერაში 760-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგით ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა იყო დრო, როცა მორიდებულ მადეირელ ბიჭს კამერების წინაშე გამოჩენის კომპლექსი ჰქონდა და ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარიც არ შეეძლო. იმის ფონზე, თუ რას წარმოადგენს დღეს 5 ოქროს ბურთის, 5 ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატის, ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი ფეხბურთელი, სახალისო სანახავია 17 წლის წინანდელი ვიდეო, რომელშიც პორტუგალიის ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანი პირველ ინტერვიუს აძლევს.
Image: PA
ის მაშინ 18 წლის გახლდათ და "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთ-ერთი პირველი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თამაშის შემდეგ, რონალდუს კამერებთან გამოჩენა მოუწია, თუმცა ინგლისური ენის არასრულფასოვნად ცოდნის გამო, მას "ლესტერთან" - 1:0 მოგებული შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორის, გარი ნევილის დახმარება დასჭირდა. ინგლისელი მას ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი - შამპანიურიც გადასცა. რონალდუმ "წითელი ეშმაკების" მაისურით 6 წლის განმავლობაში 292 შეხვედრა ჩაატარა, 118 გოლი გაიტანა, 68 საგოლე გადაცემა გააკეთა და 11 ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.  

სხვა სტატიები