18 წლის ფეხბურთელი თავში მიყენებული დაზიანების შემდეგ გარდაიცვალა
არგენტინაში, ახალგაზრდული საფეხბურთო მატჩის დროს, თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად, 18 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა.
აბელ ნუნიესს, რომელიც საფეხბურთო კლუბ ესეისას ახალგაზრდულ გუნდსა და ნუევა ესტრელიას ფუტზალის სარეზერვო შემადგენლობაში თამაშობდა, კვირას, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა კლუბ ატლეტიკო ლა სონიას კომპლექსში, ესეისასა და დეპორტივო მუნისს შორის გამართული მატჩის დროს მოხდა. შეხვედრა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (AFA) "C“ დივიზიონის ახალგაზრდული ტურნირის - „კოპა დე პლატას“ მეექვსე ტურის ფარგლებში იმართებოდა. ახალგაზრდულ ფეხბურთზე ორიენტირებული გამოცემა Sábado Gol-ის ცნობით, ფეხბურთელმა თავის არეში ისეთი ტრავმა მიიღო, რომ მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, მატჩი შეწყდა. ასევე გაუქმდა მომდევნო შეხვედრა, რომელშიც სექსტას 16-17 წლამდე ასაკობრივი გუნდები უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს.
საფეხბურთო კლუბმა ესეისამ, რომელმაც სულ რამდენიმე დღით ადრე გულშემატკივრებს ფეხბურთელისთვის ლოცვისკენ მოუწოდა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
ღრმა ტკივილითა და უდიდესი მწუხარებით ვემშვიდობებით ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა - ეს დანაკლისი აუტანელ სიცარიელეს ტოვებს. მატჩის დროს, როდესაც ის ამაყად ატარებდა ჩვენი კლუბის ესეისას მაისურს, მან მძიმე ტრავმა მიიღო - ვგლოვობთ მის გარდაცვალებას. - ვკითხულობთ განცხადებაში
⚫️🇦🇷 Tras sufrir un golpe en la cabeza en un partido, que derivó en una intervención quirúrgica, falleció Abel Núñez; futbolista del F.C. Ezeiza.
— Diario Olé (@DiarioOle) November 16, 2026
El club disputa el Torneo Promocional Amateur. pic.twitter.com/UPpchlo4YZ