Belive

18-წლიანი პაუზის შემდეგ: წყალტუბოს სამგურალი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
18-წლიანი პაუზის შემდეგ, წყალტუბოს "სამგურალი" საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში ითამაშა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილის დამკავაბელმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე გასულ საჩხერის "ჩიხურას" ორრაუნდიან დაპირისპირებაში სძლია. თბილისში, პირველ შეხვედრაში - 2:0 გამარჯვების შემდეგ, უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილებმა შინ, 26 მაისის სახელობის სტადიონზეც, სერგო კუხიანიძის მიერ, ამ სეზონში გატანილი მეცხრე გოლით იმარჯვეს (1:0) და ელიტის საგზური 2002 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს. რაც შეეხება ჩიხურას, გუნდი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროსარბიელზე სტაბილურად გამოდიოდა, იქ ქართველ გულშემატკივარს რამდენიმე დასამახსოვრებელი გამარჯვებაც აჩუქა და საქართველოს თასის მოგებაც მოახერხა, ეროვნული ლიგიდან 8-წლიანი გამოსვლის შემდეგ დაქვეითდა. ამრიგად, უკვე ცნობილია ის 9 გუნდი, რომელიც შემდეგი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში ითამაშებს, კიდევ ერთი კი "გაგრასა" და "ტორპედოს" წყვილის საპასუხო შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, პირველ მათგანში ქუთაისელებმა - 2:0 იმარჯვეს.

სხვა სტატიები