ჰოლანდიის მეორე დივიზიონის 36-ე ტურში "ტვენტემ" "ალკმაარის" მეორე გუნდს უმასპინძლა. თამაში 0:0 დასრულდა.
ამ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს:
შეხვედრის 70-ე წუთზე "ალკმაარის" მეორე გუნდის შემადგენლობაში მოედანზე 17 წლის მაქსიმ გულიტი გამოჩნდა. მან პირველად ითამაშა ჰოლანდიური კლუბის შემადგენლობაში.
მაქსიმი დიდი საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენელია. ის ლეგენდარული რუდ გულიტის შვილია. ამავდროულად, მაქსიმი არის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, მფრინავი ჰოლანდიელის, იოჰან კრუიფის შთამომავალი, კერძოდ მისი ძმის შვილიშვილი. დიახ, კრუიფის ძმის შვილი გულიტის მეუღლეა. ლეგენდარული წინაპრებისგან განსხვავებით, მაქსიმი ამპლუით მცველია.
აქვე გეტყვით, რომ "ტვენტე" მომავალ სეზონში "ერედივიზიონში" ითამაშებს.