17 ნოემბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
17 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და 2022 წელს დაასრულებს.
ეროვნულ გუნდს ისტორიაში სარეკორდო 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და შეუძლია, რომ ისტორიული შედეგი კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს.
საინტერესოა, რომ 17 ნოემბრის თარიღით საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი აქვს ჩატარებული და არცერთი მათგანი არ წაუგია - ფრე დანიის და გამარჯვება სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ.
2004
საქართველო - დანია
ანგარიში: 2:2
გოლები: გიორგი დემეტრაძე 1:1 (35), მალხაზ ასათიანი 2:2 (78)
ტურნირი: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
სტადიონი: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი, საქართველო
დასწრება: 25 000
შემადგენლობა: აკაკი დევაძე - ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე (კ), მამია ჯიქია (დავით კვირკველია, 73), ლევან ცქიტიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი (შოთა არველაძე, 73).
მთავარი მწვრთნელი: ალან ჟირესი (საფრანგეთი).
2010
სლოვაკეთი - საქართველო
ანგარიში: 1:2
ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
გოლები: ალექსანდრე გურული 1:1 (67), ჯანო ანანიძე 1:2 (68)
სტადიონი: ბონიფიკა სტადიონი, კოპერი, სლოვენია
დასწრება: 4 100
შემადგენლობა: გიორგი ლორია - გურამ კაშია, აკაკი ხუბუტია, კახა კალაძე - ჯაბა კანკავა (ლევან კაკუბავა, 73), ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე (ალექსანდრე კოშკაძე, 89), დავით კვირკველია, ნიკოლოზ გელაშვილი (თორნიკე ოქრიაშვილი), ალექსანდრე გურული (ირაკლი მოდებაძე, 46), მათე ვაწაძე.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.