Belive

კიელინი: ,,მოვიდა დრო, ნაკრების მაისური ბოლოჯერ ჩავიცვა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, ეროვნულ გუნდში გასამართ ბოლო მატჩის წინ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

,,ამ მაისურით თამაშზე ვოცნებობდი, ამ მაისურით ვიბრძოდი და მასთან ერთად გავიმარჯვე. ამ მაისურის ყველაფერი მიყვარს და მისი ყოველთვის მჯეროდა. ეროვნული ნაკრების ფორმისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ახლა მოვიდა დრო, რომ ბოლოჯერ ჩავიცვა. ეს ისეთივე უნიკალური განცდა იქნება, როგორც პირველ ჯერზე იყო. ეს გრძნობა ყოველთვის თან გამყვება,'' - დაწერა იტალიელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.
დღეს იტალიის ეროვნული ნაკრები ფინალისიმა 2022-ის შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდება, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. კიელინის დებიუტი ,,სკუადრა აძურას'' შემადგენლობაში 2004 წელს შედგა. 37 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 116 მატჩი აქვს ჩატარებული, ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Giorgio Chiellini (@giorgiochiellini)

სხვა სტატიები