ზინჩენკო ჩემპიონობის დროშით აღნიშვნაზე: ,,მინდოდა, უკრაინელებისთვის ღიმილის მიზეზი მიმეცა''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ეს უკვე არაერთხელ მითქვამს, თუმცა კიდევ გავიმეორებ - მე უკრაინელი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ! იმ მომენტში ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიხოცნენ და მათზე, ვინც ახლა წარმოუდგენლად რთულ პირობებშია. უბრალოდ, მინდოდა, რომ მათთვის რამდენიმე წამით ღიმილის მიზეზი მიმეცა,'' - ზინჩენკოს სიტყვებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ციტირებს.პრემიერლიგის ბოლო ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ასტონ ვილა'' 3:2 დაამარცხა და პრემიერლიგა მოიგო. ალექსანდრ ზინჩენკო ინგლისის ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ გახდა.