იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფისთვის შემადგენლობა დაასახელა
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთა განაცხადში 33 ფეხბურთელი, მათ შორის სამი დებიუტანტი – ლუის ფელიპე, ჟოაო პედრო და მატია ძაკანი არიან. მეკარეები - დონარუმა (პსჟ), სირიგუ (ჯენოა), გოლინი (ტოტენჰემი), კრანიო (კალიარი). მცველები - აჩერბი (ლაციო), ბასტონი (ინტერი), ბირაგი (ფიორენტინა), ბონუჩი, კიელინი (იუვენტუსი) დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ლიონი), ფლორენცი (მილანი), ლუის ფელიპე (ლაციო), მანჩინი (რომა). ნახევარმცველები - ბარელა (ინტერი), კრისტანტე, პელეგრინი (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), პესინა (ნაპოლი) სენსი (სამპდორია), ტონალი (მილანი), ვერატი (პსჟ), ლოკატელი (იუვენტუსი). თავდამსხმელები - ბელოტი (ტორინო), ბერარდი, რასპადორი, სკამაკა (სასუოლო), იმობილე, ძაკანი (ლაციო), ინსინიე, პოლიტანო (ნაპოლი), ჟოაო პედრო (კალიარი), ძანიოლო (რომა).
იტალიის ეროვნული ნაკრები 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ,,სკუადრა აძურას'' მომავალი მეტოქე პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრაში გაირკვევა.
#Nazionale 🇮🇹 📋 Il Ct #Mancini convoca 33 #Azzurri per i play off #Mondiali 🌍 La semifinale contro la #MacedoniaDelNord 🇲🇰 si terrà giovedì 24 marzo, ore 20.45, allo Stadio ‘Renzo Barbera’ di #Palermo I dettagli 👉🏻 https://t.co/nwIaj5Ey0P#VivoAzzurro pic.twitter.com/lu8IgpZ20v — Nazionale Italiana ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Azzurri) March 18, 2022