ვერნიდუბი: ,,არ მესმის რუსების, რომლებიც პუტინის წინააღმდეგნი არ არიან''
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პუტინისა და მისი გარემოცვის არ მესმის. და არ მესმის რუსების, რომლებიც პუტინის წინააღმდეგნი არ არიან. რუსეთის ბევრი მოქალაქე ვერ აცნობიერებს თუ რა ხდება. ამბობენ, რომ ისინი ჩვენ გვათავისუფლებენ, მაგრამ რატომ? ფაშისტებსა და ნაცისტებს გვიწოდებენ. სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად, რას აკეთებენ. თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან და ამბობენ, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. იტყუებიან!'' - განაცხადა ვერნიდუბმა.21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა