Belive

ერიქსენი: ,,იმედია, მალე უფრო მეტს ვისაუბრებთ ფეხბურთზე და არა ბიჭზე, რომელსაც ზაფხულში რაღაც დაემართა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბრენტფორდის'' ახალწვეულმა, კრისტიან ერიქსენმა, განაცხადა, რომ სათამაშოდ 100%-ით მზადაა:
,,თავს კარგად ვგრძნობ. იმედია, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტს ვისაუბრებთ ფეხბურთზე და არა ბიჭზე, რომელსაც ზაფხულში რაღაც დაემართა. იმედი მაქვს, ისე მომექცევიან, როგორც სხვა ფეხბურთელებს. ექიმებმა მწვანე შუქი ამინთეს, ხალხმა ჩემზე არ უნდა ინერვიულოს. რაიმე რისკი რომ არსებობდეს, მოედანს არ დავუბრუნდებოდი. ახლა სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ,'' - ერიქსენის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ერიქსენი ,,ბრენტფორდში'' მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულება, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს გულის გაჩერების შემდეგ, დანიელი დეფიბრილატორს ატარებს, იტალიაში მსგავსი მოწყობილობით თამაშზე მკაცრი შეზღუდვებია, შესაბამისად, ნახევარმცველი სერია ა-ში ვეღარ იასპარეზებდა, რის გამოც ,,ინტერთან'' კონტრაქტი გაწყვიტა. მისი გადაბირებით ამსტერდამის ,,აიაქსიც'' ინტერესდებოდა.

სხვა სტატიები