Belive

ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ეროვნული ნაკრებიდან გაათავისუფლეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი პოსტიდან ოსკარ ტაბარესი გაათავისუფლა. გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონების ბოლოდროინდელი შედეგებია - ურუგვაელებმა მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ ოთხი მატჩი დათმეს სპეციალისტს სოციალური ქსელის საშუალებით დაემშვიდობა ლუის სუარესი, რომელმაც მას ვრცელი წერილით მიმართა და მადლობა გადაუხადა. ტაბარესი ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2006 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ურუგვაიმ 2011 წელს კოპა ამერიკა მოიგო, 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.


სხვა სტატიები