Belive

"ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე" - ჟორჟინიო ოქროს ბურთის მოგების შანსზე საუბრობს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ ოქროს ბურთის მოგების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ მას ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოსაგებად საკმარისი რამ აქვს გაკეთებული.
"ჩვენ ყველას გვაქვს ოცნება. თუ ნიჭიერებაზე ვსაუბრობთ, მე ვიცი, რომ მე ამ მხრივ მსოფლიოში საუკეთესო არ ვარ, მაგრამ თუ ტიტულებზე ვისაუბრებთ, ამ სეზონში ჩემზე მეტი არავის მოუგია. როგორ შემიძლია ლიონელ მესის, ნეიმარს ან კრიშტიანუ რონალდუს შევედარო? მათ ჩემთან შედარებით სულ სხვა მახასიათებლები აქვთ. მაგრამ, ვიმეორებ, ეს დამოკიდებულია გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებზე", - თქვა წარმოშობით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც იტალიის მოქალაქეა.
ჟორჟინიო 2021 წელს ლონდონის "ჩელსისთან" ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხოლო იტალიის ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონი გახდა. 2020/21 წლების საკლუბო სეზონში 29 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, ხოლო კონტინენტის პირველობაზე ეროვნულ გუნდის შვიდივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.  

სხვა სტატიები